შემადგენლობა:
მომზადება
ფქვილი ჩაყარეთ ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. ჩააფხვენით საფუარი, მოაყარეთ შაქარი, დაასხით ცოტაოდენი რძე, ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ და დაგით 10 წთ.მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. შეურიეთ ოთახის ტემპერატურის მჟავე ცომი, რძის უმეტესი ნაწილი,მარილი და კვერცხი. კარტოფილს გააცალეთ კანი და ზემოდან დაახეხეთ. დაუმატეთ ჯავზი და ზილეთ 10 წთ. დააფარეთ და დაგით 50 წთ. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გადახილეთ ცომი, დაამრგვალეთ, დადეთ ფირიტაზე ,დააფარეთ და დადგით 1 სთ. გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. პურის შუაში დანის წვერით დაახლოებით 6 სმ დიამეტრის წრე შემოხაზეთ და წრეს მზისევურად რამდენიმე სხივი გაუკეთეთ, გადასუვით ცივი ყავა, შუაში მოაყარეთ კამის თესლი და ოდნავ დააწექით. შედგით ფირფიტა ღუმელში. ღუმლის ძირზე მოაპკურეთ 1 ფიალა წყალი. 10 წთ-ის შემდეგ ტემპერატურა დაიყვანეთ 200 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 20-60 წთ. ზედაპირზე კიდევ ერთხელ გადასუვით ცივი ყავა.
გამომცხვარი პური ბულიონით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი