საცივის მოყვარულებს ახალი რეცეპტი ჩვენგან!
ინგრედიენტები:
ჟელატინი – 10 გ.
შებოლილი კალმახის ფილე – 400 გ.
ლიმონის წვენი – 2 ს.კ.
ნაღები – 1/2 ჩ.ჭ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მწვანილი მოსართავად
მომზადების წესი:
ჟელატინი დაალბეთ 3 ს.კ. ანადუღარ წყალში, გააცხელეთ ორთქლზე და გაწურეთ. თევზის ფილეს მოაცალეთ კანი და ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ნაღები, პილპილი და მარილი, შეურიეთ გამდნარი ჟელატინი და მოათავსეთ ფორმებში. გააცივეთ 5 სთ. სუფრასთან მიტანის წინ მუსი გადმოიღეთ ფორმებიდან და მორთეთ მწვანილით.
თევზის რულეტი |
საცივი ქართულად არ არის სწორი, რუსული ;ხოლოდეცი” ქართულად არ ითარგმნება და საცივს არ ნიშნავს, ქართულად არის ლაბი.