შემადგენლობა:
ხაჭოიანი მასისათვის:
ზემოდან დასადებლად:
მომზადება:
ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1 ჩ.კ შაქართან ერთად გახსენით 4ს.კ რძეში. მიღებული მასა ჩაასხით ღრმულში. ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წთ. დაუმატეთ მარგარინი, დარჩენილი რძე, შაქარი და მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, კვლავ დააფარეთ და დადგით 40 წთ.რძე, კარაქი და მანანის ბურღული წამოადუღეთ, თან ურიეთ. დადგით 5 წთ. დაუმატეთ ხაშხაში, შაქარი და რომი.კარაქი, 3 კვერცხის გული, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ რძე, ხაჭო, სახამებელი, ლიმონის ცედრა, 3ს.კ ლიმონის წვენი და ქიშმიში. ცომი გააბრტყელეთ. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და დადეთ ცომი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.ვაშლი გათალეთ, თხელ ნაჭრებად დაჭერით და დარჩენილ ლიმონის წვენში ამოავლეთ. ხაჭოიანი და ხაშხაშიანი მასა გაანაწილეთ ცომზე და ზემოდან ვაშლის ნაჭრები მოაწყვეთ აცხვეთ 45 წთ. გაადნეთ კარაქი და წაუსვით ნამცხვარს.
კაკაოს ნამცხვარი თხილით |