ვაშლის მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

ვაშლები გაფცქვენით და შიგნით გული პატარა დანით გამოაცალეთ, შემდეგ სამს საათს ჩაყარეთ კირსა  და წყალში. მერე გარეცხეთ და გაუკეთეთ თაფლ-წყალი, შიგ ჩაყარეთ და ორი პირი რომ წამოიდუღოს, ვაშლები ამოიღეთ და გააციეთ-რამდენი ჯამიც ვაშლი არის, იმდენი ჯამი შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და ერთს ჯამს შაქარზე ორი ჯამი წყალი დაასხით, რომ ადუღდება, ვაშლები შიგ ჩააწყვეთ. ისე უნდა გაუჯდეს ვაშლი, რომ ქარვასავით გახდეს. შემდეგ ერთი ს.კ დანაყილი დარიჩინი შიგ ჩაყარეთ. სიროფს რომ შეატყობთ რომ გაკეთდება და ვაშლებიც მოიხარშება, გადმოიღეთ , გააციეთ და შეინახეთ.

ვაშლის მურაბა

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს მურაბა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი