ერბო-კვერცხი სოკოთი და ყველით

შემადგენლობა:

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზომაზე ნაკლები მარილი. ტაფაში აადუღეთ ცხიმი, ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი. ძირი შეიწვება თუ არა, გადააბრუნეთ ისე, რომ არ დაირღვეს მთლიანობა.გადააბრუნებთ თუ არა, მაშინვე მოაყარეთ წინასწარ მოხარშული, წვრილად დაჭრილი სოკო, გახეხილი ყველი (ნაკლებად მარილიანი) და მოასხით მაიონეზი. კვერცხის ძირი რომ შეიწვება, გადაკეცეთ შუაზე. ზედაპირზე მოყრილი ნაზავი მოექცევა შუაში, მიიღებთ ნახევარმთვარის ფორმის. 2-3 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ ცოტა ხანს გააჩერეთ ცეცხლზე. გადმოიღეთ თეფშზე, შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ან პილპილი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სოუზი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი