მიზანი:
კალორიების დღიური ნორმის მაქსიმუმი საუზმეზე უნდა მიიღოთ. ეს ხელს უწყოს მეტაბოლიზმის
დაჩქარებას და გახდომას.
მიდგომა:
დანიელ იაკუბოვიჩი, ავტორი წიგნისა The big breakfast diet,ამბობს, რომ დილის 9 საათამდე მირთმეული
საუზმე ააქტიურებს მეტაბოლიზმს,რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს უწყობს ფეხს. ეს ახდენს გავლენას
იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზმი ნახშირწყლებსა და ცილებს ენერგიის წყაროების სახით
და წვავს ცხიმს.
ძირითადი პრინციპი:
მიირთვათ სწორი საკვები სწორ დროს. მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტების
ჯგუფი, რომლებიც საკვების პირველადი მიღების საფუძვლად უნდა იქცეს. ჯერ ერთი, ეს არის ცილები
( კვერცხი და რძის პროდუქტები).ისინი ნაყროვანების განცდას ტოვებენ ხანგრძლივი დროით. ასევე
მნიშვნელოვანია ნახშირწყლები ( ცეხვილი, პური,ფაფეული), მაგრამ მათ რომ სხეულს არ ავნონ, ისინი
დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი- უჯრედისი
( ახალი ხილი და ბოსტნეული), რომელიც აუცილებელია კუჭნაწლავის მოქმედებისთვის.
პლუსები:
ნოყიერი საუზმე დაგეხმარებათ, დიდხანს იგრნოთ თავი დანაყრებულად დღის განმავლობაში და
აკონტროლოთ მადა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯანსაღად საუზმობენ, დღის განმავლობაში
გაცილებით ნაკლებ კალორიას იღებენ და როგორვ წესი, ნაკლები წონა აქვთ.
მინუსები:
წონის დასაკლებად საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს მიღებული კალორიების საერთო
რაოდენობას, ამიტომ მნიშვნელოვნად გახდომას ვერ შეძლებთ, თუ არ შეკვეცთ სადილსა და ვახშმის ულუფებს.
წესად აქციეთ :
სრულფასოვანი საუზმე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების პროდუქტები და სხვა,
ორგანიზმისა და წონისთვის მავნე საკვების მიღება.
კომბოსტოს დიეტა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი