ახალი რეცეპტი მათთვის, ვისაც უყვართ ექსპერიმენტების კეთება!
ინგრედიენტები:
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
ქათმის ფარში – 250 გ.
მაგარი ყველი – 40 გ.
ფქვილი – 2 ს.კ.
ზეთი – 6 ს.კ.
ყაბაყი – 200 გ.
ტომატ-პასტა – 3 ს.კ.
ხორცის ბულიონი – 1 ჩ.ჭ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი დაჭერით, შეურიეთ ქათმის ფარშს, დაუმატეტ გახეხილი ყველი, პილპილი და მარილი. მიღებული მასისგან გააკეთეთ გუფთები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. ყაბაყი დაჭერით რგოლებად და შეწვით ზეთში, შეურიეთ ტომატ-პასტა და შუშეთ კიდევ 3 წთ. გუფთებს დაუმატეთ შემწვარი ყაბაყი, ბულიონი და კარგად მოშუშეთ. მორტეთ მწვანილით.
ქათამი კარტოფილით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი