გურული ღვეზელი

მომზადება:

მოვზილოთ უბრალო ცომი.

ახალი, უმარილო ყველი ( დაახლოებით 400 გრ ) ხელით დავჭყლინტოთ, ავურიოთ შიგ ხელით დაფხვნილი 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი.

მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული ცომის 1 ნახევარზე დავდოთ გამზადებული ყველი, ზედ ლამაზად მოვაწყოთ მრგვალ-რგვალ ნაჭრებად დაჭრილი, მარგად მოხარშული ორი-სამი კვერცხი ისე, რომ ყველი მთლიანად დაფაროს. ამის შემდეგ ცარიელი ნახევარი ცომი  გადმოვკეცოთ, ყველი მთლიანად დავფაროთ, ჩავუკეცოთ ნაპირები ისე, რომ შიგთავსი გამოცხობის დროს გარეთ არ გამოვიდეს.

გურული ღვეზელი

4.6 (92%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ფენოვანი ხაჭაპური





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ნინო says:

    ამას ღვიძელი ქვია ….. და არა ღვეზელი

დატოვეთ კომენტარი