ბლინი ხორცის შიგთავსით

მომზადება:

ათქვიფეთ 3 ც კვერცხი დაუმატეთ ცოტა მარილი დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და

აურიეთ კარგად. ცხელ, პატარა ზომის ტაფას წაუსვით ცხიმი, დაასხით 2-3 ს.კ ცომი, გამოაცხვეთ მხოლოდ ერთ

მხარეს. როცა დამთავრდება ბლინების ცხობა, თითოეულს გამომცხვარ მხარეს დაადეთ თითო ს.კ ფარში,

შეახვიეთ ლამაზად მოგრძო ფორმის.

გახვეული ბლინები სუფრაზე მიტანისას შეწვით ზეთში.

ფარში: 

გაატარეთ ხორცსაკეპში მოხარშული 500 გრ ხორცი, 5 კბილი ნიორი, შეურიეთ ხორცს  4 თავი მოშუშული

ხახვი და მოშუშეთ კიდევ 15 წთ. თუ საჭირო იქნება ფარშს დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ბულიონი. დაუმატეთ

ფარშს შავი პილპილი, წითელი პილპილი და მარილი.

ბლინი ხორცის შიგთავსით

4 (80%) 22 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ინდაურის საცივი კვერცხით





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*khatuna chikviladze says:

    მიუხედავად იმისა რომ ნიორი ძალიან მიყვარს,ხორციან ბლინს არ უხდება…

  2. სახელი*Leri says:

    “წითელი პილპილი” არ არსებობს, უნდა ეწეროს – წიწაკა
    блин, блинчик – ხავიწი

დატოვეთ კომენტარი