ბლინები სოკოს გულსართით

შემადგენლობა:

გულსართისთვის:

თეთრი სოუსი:

მომზადება:

თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი,ფქვილი და 4ს.კ კარაქი ისე, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად შეერიოს. ათქვეფისას თანდათან დაუმატეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის რძე. უნდა მიიღოთ თხელი, მსუბუქი ცომი.ნელ ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა.ტაფის ზედაპირს წაუსვით ცოტა კარაქი. გააცხელეთ ცხიმი,მაგრამ ისე, რომ არ დაიწვას. ტაფაზე ჩამჩით დაასხით ცომი. ცეცხლს მოუმატეთ და ტაფა ატრიალეთ, რომ ცომმა ზედაპირი სულ დაფაროს. ბლინი იქმდე გამოაცხვეთ, სანამ  ის თავისით არ მოსცილდება ტაფის ზედაპირს.შემდეგ ფრთხილად გადაატრიალეთ, რომ მეორე მხრიდანაც გამოცხვეს, იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ბლინების ცხობისას. გამომცხვარი ბლინები ერთმანეთზე დააწყვეთ.ტაფას ცხიმი ყოველი ბინის გამოცხობისას წაუსვით,რომ ცომი არ მიიკრას. ბლინი ზედმეტად არ უდნა გამოცხვეს,რადგან გამოშრება და მტვრევადი გახდება.

2 საშუალო ზომის ხახვი გაფცქვენით და გახეხეთ. გადადეთ ცალკე . გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით ნიორი. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით შებრაწეთ პომიდორი.შემდეგ კანი გადააცალეთ,თესლი მოაშორეთ და პატარა კუბებად დაჭერით.

გაზქურის ცეცხლზე შეწვით ყკბილი წიწაკა,სანამ კანი არ გაუშავდება. შემდეგ გადააძვრეთ კანი,თესლი გამოაცალეთ და წვრილად დაჭერით. გამოყენებამდე გადადეთ. სოკო დაჭერით პტარა ნაჭრებად. ცალკე გადადეთ. დიდ ტაფაზე ან პატარა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და რამდენიმე წუთით საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. დაუმატეთ პომიდორი, ჩილი და სოკო. ნელ ცეცხლზე 1/2 საათი შუშეთ. შიგადაშიგ მოურიეთ და სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ,მარილითა და შავი პილპილით შეაზავეთ,  მოაყარეთ დარილი ქინძი და გაზქურა გამორთეთ.

ქვაბში გაადნეთ 300 გ კარაქი და ნელ ცეცხლზე მოშუსეთ ხახვი და ნიორი. ეცადეთ შეწითლებამდე არ მიიყვანოთ. დაუმატეთ 300 გფქვილი, ნელ-ნელა ურიეთ, რომ ინგრედიენტებს კარგად შეერიოს და ოდნავ დაიფაროს. გაათბეთ 70 მლ რძე და ნელ-ნელა დაუმატეთ მოშუშულ ინგრედიენტებს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ნაღები, თეთრი  მშრალი ღვინო, დაჭრილი ნეგქონდარა,გახეხილი მუსკატის კაკალი და  მაილი. დაახლოებით  35 წუთის განამვლობაში მოშუსეთ,ურიეთ,რომ ძირზე არ მიიწვას.სოუსი სქელი უნდა გამოვიდეს.

თითოეული ბლინის შუაგულში მოათავსეთ რადმენიმე კოვზი სოკოს გულსართი, შემდეგ ორჯერ გადაკეცეთ,რომ სამკუთხედის ფორმა მიიღოს. საცხობ ფორმას მოასხით 1ს.კ თეთრი სოუსი და ზედ ბლინები თანაბრად გადაანაწილეთ.დარჩენილი სოუსი ბლინების ზემოდან მოახით,მოაყარე გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე. დაბრაწული ბლინები ღუმლიდან გამოიღეთ და სუფრაზე ცხელ-ცცელი მიიტანეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ფუმფულა ბლინები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი