ბერძნული პონჩიკი

მასალა:

ცომისთვის :

სიროპისთვის: 
  • 200 გრ შაქარი, 
  • ½ ჭ თაფლი, 
  • 1/8 ლ წყალი, 
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი, 
  • 30 გ დაფქული ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
  • 1-2 ლ ზეთი ფრიტიურისთვის
მომზადება: 

ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ამ ჩაღრმავებულში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი. დავასხათ ცოტაოდენი რძე და მოვურიოთ საფუარი კარგად რომ გაიხსნას, ოღონდ მთელ ფქვილს ჯერ ნუ შევურევთ და გავაჩეროთ თბილ ადგილას 15 წუთით.  მერე დავუმატოთ დარჩენილი რძე, წყალი, კვერცხი, მარილი, ლიმონის ცედრა და მოვზილოთ ცომი. ცომი პრიალა რომ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, მოვაყაროთ ფქვილი,  გადვაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და 40 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. დიდი ქვაბით დავადგათ ზეთი ცეცხლზე და გავაცხელოთ 180°C-მდე (ხის კოვზს რომ ჩავყოფთ, ირგვლივ ბუშტები უნდა გაიკეთოს). წყალში დასველებული სუფრის კოვზით ჩამოვჭრათ ცომი, დავაგორგოლაოთ და 3-4 ცალობით ვხარშოთ ზეთში დაბრაწვამდე დაახლოებით 4 წუთი. ხარშვის პროცესში პონჩიკები, თანაბრად რომ დაიბრაწოს ერთხელ მაინც გადავაბრუნოთ. დაბრაწული პონჩიკები ამოვიღოთ ქაფქირით და ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ.  ყველა პონჩიკი რომ შეიწვება, სქელძირიან ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავუმატოთ თაფლი ლიმონის წვენი და წყალი და მორევა-მორევით გავაცხელოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. ვხარშოთ კიდევ 5 წუთი და სიროპი რომ შესქელდება, მოვასხათ პონჩიკებს. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული ბუსტუღი ან ნებისმიერი  კაკალი.

ბერძნული პონჩიკი

4 (80%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბეზე





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. მარი says:

    ძააან მაგარიააა პირველად სემოვედი აქ და ვნახე ფახლავას რეცეპტი, რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყე მისი გაკეთება და გავაკეთე კიდეცე მე ეს საიტი ძაანმომწონს და გავაგრძელებ აქედან რეცეპტების კეთEბას

  2. თეო says:

    მაგარიააააააააა,ფახლავა დზ გემრიელია

დატოვეთ კომენტარი