ბერძნული პიცა

მასალა:

მომზადება:

შიგთავსი:

პიცის მზა ცომს გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი მოცარელა, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი წითელი ხახვი. შედგით 260 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12-15 წუთით. როდესაც ცომი გაოქროსფერდება გამოიღეთ და დაუმატეთ დანარჩენი კომპონენტები – დაჭრილი პომიდორი, კიტრი, ზეთისხილი და მოასხით ძაძიკის სოუსი.

ძაძიკის სოუსი: 

კიტრი გაასუფთავეთ კანისგან და თესლებისგან, გახეხეთ და ცოტა ხნით გადაიტანეთ საწურზე, 15 წუთის შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ გახეხილი ნიორი, გაწურული მაწონი ან არაჟანი, ზეთი, დაჭრილი პიტნა ან ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და ამოურიეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მწვანე წიწაკა ზეთით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი