ბადრიჯნის მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

სასურველია ძალიან პატარა ბადრიჯნები, ან ბადრიჯნის ყუნწუდან შუამდე ნაწილი, რომელიც შეიძლება დავჭრათ სასურველ ფორმაზე და ზომაზე.

გათალეთ ბადრიჯანი, თუ პატარაა დაჩხვლიტეთ,დასაჭრელ ბადრიჯანს არ სჭირდენა დაჩხვლეტა, დაჭერით. ჩაყარეთ კირიან წყალში 3-4 საათი, ისე, რომ მას წყალი ფარავდეს, დროდადრო ურეით ხის კოვხით. ამოიღეთ კირიანი წყლიდან და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, ჩაყარეთ ცივ წყალში და დატოვეთ 30 წუთი. გადაიღეთ საწურზე.

2 ლიტრ წყალში გახსენით შაბი და წამოადუღეთ, მდუღარეში ჩაყარეთ ბადრიჯანი, ადუღეთ 10-15 წუთი. გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში, გადაიღეთ საწურზე.

200 გრ შაქარი და 1.5 ლ წყალი წამოადუღეთ, ჩაყარეთ ბადრიჯანი და ადუღეთ 10-15 წუთი. კვლავ გადაიღეთ ცივ წყალში, გადარეცხეთ, დაყარეთ საწურზე.

შაქარი და ბადრიჯანი მოათავსეთ ჯამში, დაასხით წყალი, ჩააგდეთ დოლბანდში გამოკრული მუსკატის კაკლისა და ილის მარცვლები, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ. ხარშვის ბოლოს დაუმატეთ ვანილი.

ბადრიჯნის მურაბა

4.3 (86.67%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჩხირები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი