შემადგენლობა:
მომზადება:
ბადრიჯნები დავთალოთ და დავჭრათ ოთხად, ისე რომ თითოეულ ნაჭერს ცოტაოდენი ყუნწი დავუტოვოთ. ეს მცირეყუნწიანი ბადრიჯნის ნაწილი ისე გავალოთ, რომ მთელი ბადრიჯნის ფორმა მივცეთ. კაკლებიც მოვაშოროთ. გათლისთანავე თითოული ციმვ წყალში ჩავყაროთ. გათლას რომ გავათავებთ, ბადრიჯნები წყლიდან ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცალკე ჭურჭელში. ზედ დავასხათ კირნარევი წყალი. ბადიჯნები კირნარევ წყალში დავტოვოთ ორი საათის განმავლობაში, შემდეგ დიდხანს ვრეცხოთ ცივ წყალში, ისე როგორც ვრეცხავთ ხოლმე სამურაბე წენგოს. შემდეგ გავავლოთ გაცხელებულ თაფლიან წყალში. სიროფი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: ყოველ 10 ცალ ბადრიჯანზე 2 ½ კგ შაქარი და 10 ჭიქა წყალი. მურაბა უნდა ვხარშოთ, სანამ შაქრის სიტკბო ბადრიჯნის გულში არ შეაღწევს, ხოლო თვით ბადრიჯანი გამჭირვალე და კრიალა ფერის არ შეიქნება. ხარშვის დროს მურაბის ჭურჭელში ჩავდოთ მიტკალში გახვეული მიხაკ-დარიჩინი.
გარგარის ჯემი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი