ბადრიჯანი ბრინჯით

გემრიელი და განსხვავებული კერძი.! 

მომზადება:

1 კგ ბადრიჯანს მოაჭერით თავი, ამოუღეთ გული და მოამზადეთ შესაწვავად.

მდუღარე მარილწყალში ჩაყარეთ 150 გრ ბრინჯი, ადუღეთ 10 წთ. გადაიტანეთ საწურზე. გადაავლეთ წყალი.

ზეთში მოშუშეთ : ბადრიჯნის დაჭრილი გული, 2ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 3 ც ბულგარული წიწაკა, 1

ც პამიდორი. შეურეით მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ყოველნაირი მწვანილი, მარილი.

ამ ფარშით ამოავსეთ ბადრიჯანი და შეწვით ზეთში, თავდახურულ ტაფაში საშუალო ცეცხლზე. გადაიტანეთ

მინის ან ემალის ჭურჭელში.

ზეთში მოშუშეთ 2 ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1-2 კგ დაჭრილი გაფცქვილი პამიდორი. დაუმატეთ ნიორი,

მარილი, მწვანილი და დაასხით ბადრიჯანს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სუპი სპაგეტით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი