ძალიან გემრიელი დესერტი ატმის მოყვარულთათვის!
ინგრედიენტები:
ატამი – 400 გ.
ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
შაქარი – 4 ს.კ.
ჟელატინი – 1 ს.კ.
სხვადასხვა ფერის ცუკატი – 100 გ.
მაწონი და იოგურტი – 1/2 ჩ.ჭ.
მომზადების წესი:
ატამს გამოაცალეთ კურკა, დაჭერით და ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ლიმონის წვენი და 2 ს.კ. შაქარი. ჟელატინი დაალბეთ 1/2 ჩ.ჭ. ანადუღარ ცივ წყალში. შემდეგ წამოადუღეთ ორთქლზე და გაწურეთ. ატმის მასის ნახევარი შეურიეთ გამზადებული ჟელატინის ნახევარს და თანაბრად გაანაწილეთ ფორმაში; გააცივეთ 20 წთ. ცუკატი დაჭერით კუბიკებად და გაანაწილეთ გაცივებულ ატმის ჟელეზე. მაწონთან ერთად ათქვიფეთ დარჩენილი შაქარი და დაუმატეთ ატმისა და ჟელატინის მეორე ნახევარი. მაწვნიანი მასა ზემოდან მოასხით ცუკატს. გააცივეთ 1 საათი. სუფრასთან მიტანის წინ ფორმა რამდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში და გადმოიღეთ ლანგარზე. დაჭერით სასურველ ზომაზე.
ჰალვა ფქვილით |
რო ეცერა მაწონი და იოგურტიო მაწონი კი გამოიყენეთ მაგრამ იოგურტს არ უშვებით???
ოუ რა მაგარია რა ვაფსჰე დავიოკე რა:D:D:D:D:Dმაგარია ნამდვილადდ მინდა 🙁 :*
ისე მარტლა ლამაზია :*