შემადგენლობა:
მომზადება:
ჟელეს მოსამზადებლად განკუთვნილი არაჟანი უნდა იყოს გამთბარი ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ არაჟანს შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
დაასხით ჟელატინს 100 მლ. ცხელი წყალი (არა მდუღარე), ურიეთ საგულდაგულოდ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გააგრილეთ ოთახის შესაბამის ტემპერატურამდე. ურიეთ პერიოდულად.
დაუმატეთ ჟელატინი არაჟანს (არაჟანი და ჟელატინი უნდა იყოს ერთი და იმავე ტემპერატურის) და ათქვიფეთ.
გაფცქვენით ბანანი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ჩააწყვეთ პორციებად ჭიქებში. ჩაუმატეთ არაჟანი და 1-2 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად.
გახეხეთ შოკოლადი წვრილ სახეხზე და მოაყარეთ მზა ჟელეს.
შემწვარი კომში |