შემადგენლობა:
ცომისთვის:
სხვადასხვა:
მომზადება:
ლიმონი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, კანი გახეხეთ და დროებით გადადეთ.
განიერ თასში გაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, საჭმელი სოდა და საფუარი.
მეორე მინის თასში ჩადეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და კარგად ათქვიფეთ, სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. მომზადებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ ვანილის ესენცია, კონიაკი და აურიეთ კარგად. მომზადებული მასა გაცრილ ფქვილს შეურიეთ და ხის კოვზით კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან, რბილ ცომს არ მიიღებთ. მაგიდაზე მოაყარეთ სახამებელი, ცომი ზედ გადაიღეთ და ხელით გადაზილეთ. თუ ხელზე მიგეკრათ, ცოტა სახამებელი კიდევ დაუმატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. სახამებელი ცომის საგლინველასაც მოაყარეთ და რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ცომი გააბრტყელეთ.
გაბრტყელებული ცომი ½ სმ სისქის უნდა იყოს. მისგან მრგვალი, დაახლოებით 7 სმ დიამეტრის (ან სურვილისამებრ) წრეები გამოჭერით. ფრთხილად გადაიტანეთ კარაქ წასმულ საცხობ ფურცელზე. ცომის ნარჩენები მოზილეთ და თავიდან დაჭერით, რომ მასა არ დაკარგოთ. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით და დაახლოებით 7 წუთი (არ უნდა შეწითლდეს) გააჩერეთ, სანამ არ გამოშრება. გამომცხვარი ფირფიტები ძალიან ფაქიზია და ამიტომ ფრთხილად გადმოიღეთ. სწორ ზედაპირზე დაალაგეთ ცალ-ცალკე. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაციებულ ფირფიტაზე წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან მეორე ფირფიტა დაადეთ. მომზადებულ ალფახორებს ხელით ნაზად დააწექით და გამოსული კრემი გვერდებზე კარგად გაანაწილეთ.
ლანგარზე ან ფირფიტაზე დაყარეთ ქოქოსის ფანტელი. ალფახორები ფრთხილად ამოავლეთ ვერტიკალურად ფანტელებში, რათა გვერდებზე კრემის ადგილას მიიკრას. ალფახორები უნდა შეინახოთ თავდახურულ ჭურჭელში.
ნიგვზიანი ბურთულები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი