შემადგენლობა:
მომზადება:
მოამზადეთ ბისკვიტის ცომი. გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ორივე ცელოფანში შეფუთეთ და 1 საათით მაცივარში შედგით. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ. მოათავსეთ 28 სმ დიამეტრი ბისკვიტის ფორმაში და 30 წუთის განმავლობაში გააცივეთ. ელექტროღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამზე. საშუალ ზომის ჯამში შეურიეთ ალუბალი, შაქრის ფხვნილი და ნუში. სახამებელი ჩაყარეთ პატარა ჯამში, თანდათან დაუმატეთ წვენი და კარგად ათქვიფეთ. წვენი ალუბლის ნაზავში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ, დაახლოებით 5 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ, მასის შესქელებამდე. გულსართი კოვზით ჩადეთ ცომიან ფორმაში და კარაქის ნაჭრები ჩაუმატეთ. ცომის მეოე ნაწილი გააბრტყელეთ, გულსართს ზემოდან დააფარეთ და კიდეები შემოუსწორეთ. ზედმეტი ცომი მოაჭერით. პატარა ჯამში ათქვფიეთ კვერცხის გული და რძე და ნამცხვარს ფუნჯით წაუსვით. ზედაპირზე დანით ნასვრეტები გაუკეთეთ, რომ ცხობისას ორთქლი გამოუვიდეს. გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში,სანამ ბისკვიტი ოქროსფერი გახდება. სუფრასთან თბილ-თბილი მიიტანეთ.
ნამცხვარი წითელი მოცვით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი