შემადგენლობა:
მომზადება:
წინასწარ დავამარინადოთ თევზი ლიმონის წვენსა და პილპილში. ბრინჯი მოვხარშოთ და გავაგილოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში და შევუrიოთ ბრინჯი, შევაზავოთ მარილით, პილპილით და დაჭრილი ოხრახუშით.
ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, ფენებად დავალაგოთ ბრინჯი, ორაგული და შუაზე გაჭრილი კვერცხი, მოვაყაროთ ცოტა მარილი.
დავადოთ მეორე ფენა ცომი და თავზე მოვუსვათ ათქვეფილი კვერცხი. შეგვიძლია მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი ( თქვენს ღუმელს გააჩნია). ბოლოს ჩავურთოთ გრილი, რომ თავი კარგად მოებრაწოს. ინგრედიენტებში შეიძლება ისპანახის ან მოშუშული სოკოს დამატება, უხდება მწვანე ხახვიც.
კალმახი პომიდვრით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი