ფუნთუშები ჯემით

შემადგენლობა:

მომზადება: 

ჩაყარეთ ფქვილი ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1 ს.კ შაქართან ერთად გახსნით 1 /8 ლ რძეში. მიღებული მასა ჩაასხით ღრმულში და ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე, სანამ საფუარი არ გაიხსნება.მოაყარეთ ცომს ცოტა ფქვილი, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წთ.ცომს დაუმატეთ  დარჩენილი შაქარი, 50 გ კარაქი, 1 მწიკვი მარილი, შაქრიანი ვანილი, კვერცხის გული, ლიმონის ცედრა და ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ და დადგით კიდევ 30 წთ. ცომი ოთკუთხედად გააბრტყელეთ და გამოჭერით პატარა კვადრატები. ყოველი ნაჭრის შუაში დადეთ  ჯემი, ცომი გადაკეცეთ და ნაპირები შეაერთეთ.ფორმას წასუვით ცხიმი. გაადნეთ დარჩენილი კარაქი. ფუნთუშები ნაწიბურიანი მხარით კარაქში ამოავლეთ და ფორმაზე ერთმანეთის მოშორებით, ნაწიბურით ქვემოთ განალაგეთ. ზემოდან მოასხით დარჩენილი კარაქი, დააფარეთ და დადგით კიდევ 30 წთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.აცხვეთ 40 წთ. სანამ ფუნთუშები ოქროსფერი არ გახდება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კექსი ქიშმიშის შიგთავსით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი