ერთ-ერთი ყველაზე კეთილმომქმედი დიეტაა. კეფირი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასევე ნაწლავების
და საერთოდ, მთელი ორგანიზმის მუშაობას. კეფირი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი პროდუქტია.
კეფირის დიეტა მკაცრია. მაგრამ ძალიან პოპულარული. არ არის სასურველი ამ დიეტის ხანგრძლივად გამოყენება,
ამიტომ თავდაპირველად ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. გარდა ამისა, კეფირის დიეტის რამდნეიმე
სახეობა არსებობს: ეს არის კვების ინსტიტუტის დიეტა, განმტვირთავი დიეტა, დიეტა სილამაზისთვის.
კეფირი სასარგებლოა და გახდომისთვის ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი პროდუქტი, რაც იმის დამსახურებაცაა,
რომ აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორას და ასუფთავებს წიდებისგან. გარდა ამისა, კეფირი
დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევასა და ნერვულ სისტემაზე. თუ გსურთ ლამაზი და მოხდენილი
სხეული გქონდეთ და წონაშიც დაიკლოთ კეფირის დიეტა თქვენთვისაა.
ზოგადი დახასიათება
კვების ინსტიტუტის დიეტის ხანგრძლივობა სამი კვირაა. ამ პერიოდის განამვლბოაში 10 გკ-მდე წონის
დაკლება შეიძლება. ათბალიანი სისტემის მიხედვით მისი სირთულე შეიძლება 5-6 ქულად შეფასდეს.
ადაპტაციის პერიოდი დაახლოებით 3 ან 4 დღის შემდეგ დგება. თქვენმა დღიურმა რაციონმა არ უნდა
გადააჭარბოს 1100-1700 კალორიას. ამასთან დაკავშირებით მოგიწევთ მინიმუმადე დაიყვანოთ ან სულაც
ამოიღოთ რაციონიდან პურ-ფუნთუშელი, კარტოფილი და შაქარი.
შეზღუდული მოხმარებული ცხიმების საერთო რაოდენობა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ცხიმების ნახევარი
მცენარეული ზეთია. მარილი-არა უმეტეს დღეში 1 ჩაის კოვზისა. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა რძე,
ხორცი და თევზი, შეიძლება, ოღონდ უცხიმო მიირთვით მეთი ხილი და ბოსტნეული.
შეზღუდვა მოქმედებს სითხეზე-დღეში არა უმეტეს 1.5 ლიტრისა. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ უკვე შედის
ერთი ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ბოსტნეული, ხილი,თევზეული,ძეხვეული და
ნებისმიერი სხვა პროდუქტებიც წყლისგან შედგება.
კვების პერიოდი
კვების ინსტიტუტის კეფირის დიეტა მოიცავს დაახლოებით 5-6 ჯერ კვებას დღეში, ერთსა და იმავე დროს.
მაგალითად : 08:00. 10:00. 12:00. 14:00. 16:00. 18:00.
21 დღის განმავლობაში ამ დიეტით შეგიძლიათ დაიკლოთ 8-10 კილოგრამი.
განმტვირთავი დიეტა
კეფირის განმტვირთავი დიეტა იმისთვის არის საჭირო,რომ ორგანიზმი განვტვირთოთ გადაჭარბებული კვების
შემდეგ. მაგალითად, დაბადების დღეზე წახვედით ან ქორწილში და იმ დღეს მეტისმეტად ბევრი საკვები
მიიღეთ. ეს წონის მომატებას არ გამოიწვევს, მაგრამ ორგანიზმს გაეზრდება მადა და საკვებისადმი სიხარბე, რაც
კვების რაციონის გამუდმებულ გახრდას გამოიწვევს. თუ მეორე დღეს მოითმენთ და განმტვირთავ დიეტას
დაიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება.
განმტვირთავი დიეტა
საუზმე : 1 ან 2 ჭიქა კეფირი
მეორე საუზმე : ნებისმიერი წვენი
სადილი : მოხარშული თევზი
სამხარი : ნებისმიერი ხილი
ვახშამი : მოხარშული სტაფილო და 1 ნაჭერი პური
ძილის წინ : 1 ჭიქა კეფირი
ვაშლის დიეტა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი