შემადგენლობა:
მომზადება:
გახსენით ყავა 400 მლ წყალში და ჩაამატეთ კონიაკი.
ელექტრომიქსერით ცალკე ათქვიფეთ ყველი, ნაღები, კვერცხის გული შაქართან ერთად.
ათქვეფილ ყველს დაამატეთ გოგლიმოგლი და ათქვიფეთ. შემდეგ ხელის მიქსერით ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ნაღები.
ნამცხვრის ფორმაში, რომელსაც ეხსნება გვერდები, ჩაალაგეთ ერთ ფენად ყავაში დასველებული ორცხობილას ჩხირები, დაასხით ერთი ფენა კრემი. ჩხირების მეორე ფენა ჩაალაგეთ პირველის პერპენდიკულარულად და მოასხით კრემი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და შედგით ერთი დღე მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ მოხსენით ფრმა და მოაფრქვევით კაკაოს ფხვნილი.
გაითვალისწინეთ :ნაღები თუ არ არის საკმარისი ცხიმიანობის და კრემის არ გასქელდა, ნამცხვარი განათავსეთ იმავე თანმიმდევრობით პატარა ფიალებში.
ატმის ნაყინი |
ორცხობილა რა არის?
ტირამისუსთვის იყიდება სპეციალური ორცხობილები. იკითხეთ სუპერმარკეტებში.