შემადგენლობა:
მომზადება:
დამუშავებული კაკალი ადუღეთ სუფთა წყალში 10-15 წუთი, გადაწურეთ და მოათავსეთ ცივ წყალში. შაბი გახსენით წყალში, აადუღეთ და ჩაყარეთ გაცივებული კაკალი, ადუღეთ 10-15 წუთი. გადაწურეთ და გამდინარე წყალში ჩაყარეთ. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კაკალი. ადუღეთ 10-15 წუთი და ისევ გამდინარე წყალში ჩაყარეთ.
200 გრ შაქარი და 2 ლიტრი წყალი წამოადუღეთ, ჩაყარეთ გაცივებული კაკალი და ადუღეთ 10-15 წუთი. კაკალი ისევ გამდინარე წყალში ჩაყარეთ. 2.7 კგ შაქარი და 3 ლ წყალი წამოადუღეთ, ჩაყარეთ კაკალი და დადგით ნელ ცეცხლზე.
ილი, მუსკატის კაკალი, მიხაკი გაახვიეთ დოლბანდში, მოუკარით თავი და ჩააგდეთ მურაბაში. ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ ვანილი გემოვნებით.
ყურძნის ჯემი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი