ციმბირული წვნიანი
შემადგენლობა:
- 500 გ კომბოსტოს მწნილი
- 1ს.კ ზეთი
- 100 გ ტომატ-პასტა
- 1,6 ლ ხორცის ბულიონი
- 40 გ ბურღული(ბრინჯი, ფეტვი ან შვრია)
- 100 გ სტაფილო
- 100 გ ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 80 გ არაჟანი
- მწვანილი
- მარილი
მომზადება:
- კომბოსტოს მწნილი შეათბეთ ზეთთან ერთად, დაუმატეთ ტომატ- პასტა, ბულიონის ნაწილი და შუშეთ 30-40 წთ.
- მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ გარჩეული და გარეცხილი ბურღული.
- ადუღებისთანავე დაუმატეთ მოშუშული კომბოსტო, ცალკე მოშუშული ხახვი და სტაფილო და ეს ყველაფერი კარგად მოხარშეთ.
- გამზადებულ წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. სუფრასთAნ მიტანის წინ წვნიანში ჩადეთ არაჟანი და მოაყარეთ დაQღილი მწვანილი.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი