კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კვერცხის გული 60 გ შაქართან , შაქრიან ვანილთან, 1 მწიკვ მარილთან, ლიმონი ცედრასან და 2ს.კ წყალთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
კვერცხის ცილა 50 გ შაქართან ერთდ ათქვფიეთ გამაგრებამდე. კვერცხის გულიან მასას შეურიეთ ჯერ ცილის ერთი ნახევარი, შემდეგ ფქვილი, სახამებელი და ბოლოს ცილის დარჩენილი ნახევარი დაუმატეთ. ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგამენტზე და აცხვეთ 8 წთ. სანამ მოყავისფრო არ გახდება.
ჩაის ტილოს მოაყარეთ 2ს.კ შაქარი. საცხობ ფირფიტა ჩაის ტილოზე გადმოაბრუნეთ და გამომცხვარ ფენას მოაცილეთ პერგამენტი. ჯერ კიდევ თბილი ბისკვიტი ჩაის ტილოს დახმარებით სიგრძეზე გადაახვიეთ, თან ჩაის ტილოც ჩააყოლეთ და გააგრილეთ.
ჟელატინის ფირფიტები წყალში დაარბილეთ. გაადნეთ 100 გ შაქარი და შეურიეთ 200 გ ჟოლო. ადუღეთ, სანამ კარამელი კარგად არ დარბილდება. ჟოლო საცერში გაატარეთ. ჟელატინის 3 ფირფიტა დაჭყლიტეთ, შეურიეთ ჟოლოს და გააგრილეთ.
ნაღები დარჩენილ შაქართან ერტდ ათქვიფეთ გამაგრებამდე. ჟოლოს სპირტი დაბალ ცეცხლზე შეათბეთ, შეურიეთ დარჩენილი ჟელატინის ფირფიტები, დაუმატეთ ნაღებს და სწრაფად შეურიეთ ჟოლოს პიურე. დახვეული ბისკვიტი გაშალეთ, წაუსვით ნაღები და ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი ჟოლო. რულეტი კვლავ გადაახვიეთ და დადეთ ლანგარზე. დადგით გრილ ადგილას 1-2 სთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი