შოკოლადის ღვეზელი

შემადგენლობა:

ზედაპირი:

მომზადება:

შოკოლადის ტკბილი ცომი მოამზადეთ და სულ მცირე 30 წთ-ის განმავლობაში გააციეთ. ცომი მოათავსეთ 25სმ დიამეტრის ფორმაში, მოსახსნელი ძირით, და გამოაცხვეთ. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

შოკოლადი რძესთან ერთად გაადნეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. კვერცხი და შაქრის პუდრიც კარგად ათქვიფეთ ორდორიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. შეურიეთ შოკოლადის მასას. ადუღეთ წყლის აბაზანაზე,შეურიეთ შოკოლადის მასას. ადუღეთ წყლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. როდესაც მასა კოვზს მიეკვრება ან, თუ თერმომეტრს მოიშველიებთ და მასზე დაფიქსირდება 71 გრადუსი, ცეცხლიდან გადადგით და მაშინვე ჯამით ყინულიან წყალში ჩადგით. ურიეთ, სანამ კარგად გაცივდება. მოზრდილ ჯამში ნაღები მიქსერით ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე, რომ გამკვრივდეს. შეურიეთ შოკოლადის მასას. კვერცხის ცილა, ნაღების შემასქელებელი ფხვნილი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. შეურიეთ შოკოლადის მასას. მუსი კოვზით ჩადეთ გამომცხვარ ფირფიტაში. დაახლოებით 1 საათით მაცივარში შედგით, რომ გულსართი შეიკრას.

მოზრდილ ჯამში ნაღები, კაკაოს ფხვნილი, შაქრის პუდრი და ამარეტო მიქსერით ათქვიფეთ. მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ,  სანამ მასა გამკვრივდება. საკონდიტრო ტომარას ვარსკვლავის ფორმა გაუკეთეთ, შიგ კრემი ჩადეთ და ბისკვიტის ზედაპირი და გვერდები მორთეთ.

შოკოლადის ღვეზელი

1.5 (30%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის ღვეზელი ნიგვზით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი