აჭარული ხაჭაპური

მომზადება:

გააკეთეთ საფუარიანი ცომის დაახლოებით 70-100 გრამიანი გუნდა. გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად და მიეცით მოგრძო ფორმა. მოაყარეთ წვრილად დაფშვნილი სახაჭაპურე ყველი. ცომის კიდეები გადმოკეცეთ ყველზე ნაპირიდან 1-2 სანტიმეტრით (შუა ნაწილს ცომი არ უნდა ფარავდეს), მიეცით ნავის ფორმა. დადეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით ღუმელში. ცომი რომ არ გამოშრეს, ღუმელში შედგით წყალი თუნუქის ჯამით. ცომის ზედაპირი ფეrს რომ შეიცვლის, გამოიღეთ დაახალეთ კვერცხი და შედგით ისევ ღუმელში ცოტა ხნით, ვიდრე ცილა გათეთრდება. გამომცხვარს დაამატეთ 20-25 გრამი კარაქი.

აჭარული ხაჭაპური

3.6 (71.43%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კუჭმაჭი მეგრულად





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი