შემადგენლობა:
მომზადება:
წიწაკას მოაცალეთ კუნწი და თესლი, გააჩერეთ მდუღარე წყალში 20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაწურეთ საწურზე. ნიორი, ნიახური, ოხრახუში დაფქვით ხორსაკეპ მანქანაში. მარილი. შაქარი,ზეთი, ძმარი,დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი ჩააწყვეთ ქვაბში და წამოადუღეთ.
გაშლილ ჭურჭელში ჩააწყვეთ წიწაკა, მოაყარეთ გატარებული მწვანილი და მოასხით მოშუშული, გაცივებული სანელებლები,. აურიეთ კარგად, გააცერეთ 2 საათი. შემდეგ ჩაალაგეთ ქილებში ( ქილა არ გაავსოთ პირამდე). დააფარეთ სახურავი და შეინახეთ.
ბოსტნეულის საზაფხულო სუპი |
ასე შენახვა საშიშია,შეიდძლება ბოტულიზმით დაავადდეთ!!!!!!!
ყუნწი აქვს ამ სურათზე მოცლილი წიწაკას? ან რეცეპტი შეასწორნ, ან შესაბამისი სურატი დადონ.
წიწაკას ცივი წყალი როგორც კი მოხვდება იმ წუთში აიხდება ბანკებში, თან მწვანილებს გატარება არ უნდა, ასე რომ რეცეპტი არასწორია. ვინმეს თუ აინტერესებს შემეხმიანოს და როგორც მე ვაკეთებ ვასწავლი
კუნწი არ უნდა მოაცილოთ, დანის წვერით უნდა გასეროთ რომ არ გაიბეროს, მწვანილებიც და ნიორიც წვრილად უნდა დაიჭრას, მე ასე ვაკეთებ და უკეთესია,წიწაკაც უნდა წამოდუღდეს ზეთში , ძმარში, ერთ ჭიქა წყალში,მარილში და შაქარში.შემდეგ უნდა გადმოიღოთ თასზე და აურიოთ მწვანილები ,მწვანილებს მოშუშვა არ უნდა,ერტი დღე უნდა გააჩეროთ ასე და შემდეგ მოათავსოთ ქილებში…
ეგ რეცეპტი არ არის სწორი არ დაიჯეროთ… აფეთქდება
“მზია” დაგვიწერეთ რაა თქვენ როგორც აკეთებთ…
მართალს წერს მზია.ეგ რეცეპტი არასწორია.არ გააკეთოთ ეგრე,აფეთქდება
ინგა და მაკო წიწაკის პეცეპტი გაინტერესებდათ ხომ? წიწაკას ყუნწი არ მოაცილოთ, ოდნავ ჩასერეთ, დაასხით მდუღარე და ჭურჭელშივე გააცივეთ შემდეგ გადაწურეთ ისე რომ ხისტი წყლის წვეთი არ მოხვდეს. ცალკე დაჭერით ნიახური, ოხრახუში, ნიორი.ჩაყარეთ დიდ ქვაბში დაასხით ზეთი და ძმარი გასინჯეთ წიწაკა თუ მწარეა შაქარი დაამატეთ და მარილი. ეს ყველაფერი კარგად მოშუშეთ და დააყარეთ გამზადებულ წიწაკას. კარგად აურიეთ,დააგემოვნეთ რაც აკლია თქვენი გემოვნებით დაამატეთ. გაანაწილეთ ბანკებში და გაუკეთეთ სტერილიზაცია სულ რაღაც 10 წუთი ადუღებიდან,ცოცხლად რომ დარჩეს მეტი არ უნდა. მიირთვით გემრიელად. მასალა: 10 კგ წიწაკა, 500 გრ ნიორი,500 გრ ნიახური, 500 გრ ოხრახუში,6 ჩ/ჭ ზეთი,6ჩ/ჭ ძმარი,1 ჩ/ჭ შაქარი თუ მწარეა წიწაკა, და მარილი გემოვნებით მე 2 ჩ/ჭიქას ვუშვრები.
Amas arasodes AR shevjam fu Ra sasizgrobaaaa wiwaka da shaqario fu RAs AR igonebt amas rogor jamt:-S
უგემრიელესია ოღონდ ძმარი ნაკლები უნდა (2ჩ/ჭ) და მე სტერლიზაცია არასოდეს გამიკეთებია ერტად ვშუშავ რამოდენიმე წუთი მდუღარეს ვასხავ ქილებში და ვხუფავ არასოდეს გამფუჭებია
მე ასე ვაკეთებ. ინგრედიეტების რაოდენობა იგივეა. მხოლოდ პროცესი სხვანაირი. წიწაკა უნდა გავრეცხოთ ცივ წყალში და გავფინოთ ტილოებზე, რომ გაშრეს კარგად. წყალი არ უნდა შეყვეს არც ერთი წვეთი . ასევე მწვანილებიც.შემდეგ წიწაკა უნდა დავსეროთ, მწვანილები და ნიორი დავჭრათ. ზეთი, ძმარი, მარილი, შსაქარი წამოვადუღოთ და ნაწილ, ნაწილ მოვწალოთ წიწაკა მწვანილებთან ერთად. მოწალულები ვაგროვოთ დიდ თასზე.დავასხათ ქვაბში დარჩენილი ზეთი და დავტოვოთ ტასზე, გაგრილების შემდეგ ხელით ავრიოთ. ასე რამდენჯერმე.მერე ჩავტენოთ ქილებში და დავასხათ თავისივე ზეთიანი სითხე დავაფაროთ პლასტმასის სახურავი. ასე გაკეთებული ინახება კარგად, არც სტერილიზაცია არ უნდა. ისე ცნობისთვის, თუ არ გინდათ ობი მოიდოს, უნდა გააკეთოთ ძველ მთვარეზე.არავითარ შემთხვევაში, ახალზე.
სტერილიზაცია არასდროს გამიკეთებია.ისედაც ინახება.ყუნწებს მოცილება არ უნდა ,ოდნავ ჩასერეთ
ყველა სხვადასხვანაირი რეცეპტით აკეთებს მეც ქალბატონ მზიას რეცეპტით ვაკეთებ ძალიან გემრიელი გამოდის რაც შეეხება ერთ კომენტარს შაქრიან წიწაკას რა გაჭმევთო ერთხელ გასინჯეთ და შემდეგ სულ მიირთმევთ ასე რომ ზეპირად ნუ გააკეთებთ დასკვნებს უგემრიელესია