ძალზედ პოპულარული გახდა კრაბის სალათი. მისი მომზადება ძალზედ მარტივია, კერძი კი გემრიელია.
ინგრედიენტები:
კრაბის ჩხირები – 1 პაკეტი;
მოხარშული კვერცხი – 2 ც;
დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები – 1 ქილა;
კიტრი – 1 ც;
მაიონეზი, კამა და მარილი;
მომზადების წესი:
კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად, კრაბის ჩხირები დავანაწილოთ, კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. დაჭრილი ინგრედიენტები მოვათავსოთ სასალათეში, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, შევაზავოთ მაიონეზით და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!!!
თინუსის სალათი ბოსტნეულით |
გემრიეეელია
უგემრიელესია
ძაანნ მაგარიააააა და ტან გემრიელი
ხოოოოოოო ეს სალათი ძალიან მიყვააარს.