ასეთი საყვარელი თოვლის გუნდა თქვენც შეგიძლიათ მოუმზადოთ ბავშვებს.
ინგრედიენტები:
ბატი-ბუტი;
კარაქი – (შეკვრის მეოთხედი);
ვანილი და ზეფირი.
მომზადების წესი:
დაბალ ცეცხლზე ვადნობთ ზეფირსა და კარაქს, ისე რომ სქელი რბილი მასა მივიღოთ, ვამატებთ 1 ჩ.კ. ვანილს.
ბატი-ბუტს მოვასხამთ ზემოდან მიღებულ მასას და კარაქიანი ხელის გულებით (რომ არ აგეკროთ ბატი-ბუტი) ვაკეთებთ გუნდებს. სწორედ ასე მზადდება ტანი, დანარჩენ მორთულობას კი თვითონ მოიძიებთ სამზარეულოში.
გემრიელად მიირთვით!
შოკოლადის მუსი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი