მწვანე ლობიოს საცივი

შემადგენლობა:

მომზადება:

მწვანე ლობიოს მოვაცილოთ მხოლოდ კლერტები,გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოვხარშოთ. სემდეგ მთელ-მთელი ლობიო გადავიტანოთ საწურზე.

ნიგოზი დავნაყოთ,  გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, წიწაკა,მარილი ერთად დავნაყოთ და დანაყილ ნიგოზში ავურიოთ.

გასუფთავებული,გარეცხილი ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში მოვშუშოთ.

ნიგვზიან მასალას დავუმატოთ ძმარი,დანაყილი მიხაკ-დარიჩინი, გავხსნათ ლობიოს ნახარშ წვენში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და 10-15 წუთი ვადუღოთ, მოვათავსოთ შიგ მოხარშული ლობიო და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანის წინ ლანგარზე გადავიტანოთ,ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთი.

მწვანე ლობიოს საცივი

3.5 (70%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თევზის საცივი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი