ჩიზქეიქი

შემადგენლობა:

შიგთავსისთვის:

მინანქრისთვის:

მომზადება:

გალეტები მოათავსეთ ცელოფნის პარკში და დაფხვენით ცომის საბრტყელებლით. გაადნეთ კარაქი და შაქრიან ვანილთან ერთად შეურიეთ გალეტის ნაფხვენებს. მიღებული მასა მოათავსეთ ცხმიწასმულ ფორმაში და შედგით მაცივარში 30 წთ. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, შაქარი და ფქვილი. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ვანილის ჩხირი გახლიჩეთ სიგრძეზე, ამოაცალეთ გული და შეურიეთ ყველიან მასას. დაუმატეთ გახეხილი ლიმონისა და ფორთოხლის კანი. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ მიღებულ მასას. პერგამენტი დაჭერით 80 სმ სიგრძის ზოლებად და ჩააფინეთ ფორმის გვერდებზე. ყველიანი მასა დაასხით გალეტიან ფენაზე და აცხვეთ 15 წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ  კიდევ 1სთ. და 45 წთ. ცხობისას ღუმლის კარი არ გამოაღოთ, თორემ ნამცხვარი არ ამოფუვდება. როდესაც ნამცხვრის გამოცხობამდე 20 წთ დარჩება, შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და შაქრიანი ვანილი, მიღებული მასა წაუსვით ნამცხვარს და განაგრძეთ ცხობა. გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი მთელი ღამით შიგ დატოვეთ. გამოიღეთ, მოაცილეთ პერგამნეტი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

 

ჩიზქეიქი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტარტალეტკები ქოქოსით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი