მომზადება:
1 კგ ბადრიჯანს მოაჭერით თავი, ამოუღეთ გული და მოამზადეთ შესაწვავად.
მდუღარე მარილწყალში ჩაყარეთ 150 გრ ბრინჯი, ადუღეთ 10 წთ. გადაიტანეთ საწურზე. გადაავლეთ წყალი.
ზეთში მოშუშეთ : ბადრიჯნის დაჭრილი გული, 2ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 3 ც ბულგარული წიწაკა, 1
ც პომიდორი. შეურეით მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ყოველნაირი მწვანილი, მარილი.
ამ ფარშით ამოავსეთ ბადრიჯანი და შეწვით ზეთში, თავდახურულ ტაფაში საშუალო ცეცხლზე. გადაიტანეთ
მინის ან ემალის ჭურჭელში.
ზეთში მოშუშეთ 2 ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1-2 კგ დაჭრილი გაფცქვილი პომიდორი. დაუმატეთ ნიორი,
მარილი, მწვანილი და დაასხით ბადრიჯანს.
შესანახი ტყემალი |