ძალიან გემრიელი ცხელი კერძი უახლესი რეცეპტით!
ინგრედიენტები:
ქათამი – 1 ც.
ზეთი – 5 ს.კ.
კარტოფილი – 6 ც.
ქამა-სოკო – 200 გ.
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო – 6 ს.კ.
ნაღები – 1/2 ჩ.ჭ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მწვანილი მოსართავად.
მომზადების წესი:
ქათამი დაჭერით, შეწვით ზეთში და ჩააწყვეთ თიხის ქოთნებში. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, ქამა-სოკო დაჭერით თხლად, ხახვი და ნიორი – წვრილად. დაჭრილი ინგრედიენტები მოშუშეთ ზეთში. ქათამთან ერთად ქოთანში ჩააწყვეთ მოშუშული ინგრედიენტები, დაუმატეთ თეთრი ღვინო, 1/2 ჩ.ჭ. წყალი, ნაღები, პილპილი, მარილი და შუშეთ ღუმელში 20 წთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
კატლეტები ისპანახით და ხორცით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი