ინგრედიენტები:
სტაფილო – 1 ც.
ხახვი – 1 თავი
საქონლის ენა – 400 გ.
არაჟანი – 1 ჩ.ჭ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
სტაფილო და ხახვი დაჭერით წვრილად. ენას დაასხით 0.4 ლიტრი ცხელი წყალი, წამოადუღეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი და ხარშეთ 1 სთ. და 20 წუთი. ამოიღეთ ბულიონიდან, გადაავლეთ ცივი წყალი და გააცალეთ კანი. ენა დაჭერით გრძლად, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ პილპილი, მარილი და ეს ყველაფერი გააცხელეთ. გააფორმეთ მწვანილით.
სპაგეტი ზეთისხილით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი