ღვიძლის მწვადი თქვენი სუფრის მრავალფეროვნებისთვის!
ინგრედიენტები:
საქონლის ღვიძლი – 600 გ.
საქონლის შებოლილი მკერდი – 100 გ.
ხახვი – 2 თავი
ბულგარული წიწაკა – 3 ც.
ჯუჯა პამიდორი – 4 ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ღვიძლი დაჭერით კუბიკებად. მკერდის ხორცი, ხახვი და წიწაკა დაჭერით ღვიძლის ზომაზე, ჯუჯა პამიდვრები გაჭერით შუაზე. ხის ჩხირებზე რიგრიგობით ჩამოაცვით პამიდორი, ღვიძლი, მკერდის ხორცი, ხახვი, წიწაკა და შეწვით გრილზე. როცა მზად იქნება, მოაყარეთ პილპილი და მარილი. მორთეთ მწვანილით. მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
ღვიძლის მწვადი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი