შემადგენლობა:
მომზადება:
ხაჭო მოათავსეთ მოზრდილ ჯამში. დაამატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად გადაზილეთ ერთმანეთში.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კვლავ საგულდაგულოდ აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მაგიდის ზედაპირზე ან სამუშაო დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ზედ კოვზის დახმარებით გადაიტანეთ მოზელილი ხაჭოს მასა. ფქვილი და ხაჭო ისე გადაურეთ ერთმანეთში, რომ მას ძეხვის ფორმა მისცეთ. მსუბუქად გააბრტყელეთ და ძეხვის ფორმის ცომი დაყავით სასურველ ნაჭრებად.
ქვაბში ჩაასხით წყალი, ქვაბი ბოლომდე არ აავსოთ. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
როგორც კი წყალი ადუღდება, დაამატეთ მარილი, მოურიეთ და ჩაყარეთ შიგ ცომები.
ხარშეთ სანამ ვარენიკები წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
დაახლოებით, 3 წუთის შემდეგ ამოიღეთ კარაქიან ღრმა თასზე, დაახურეთ თავზე და კარგად შეანჯღრიეთ.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
კესადილია |