ტარტი ნიგვზით

შემადგენლობა:

მომზადება:

შევურიოთ თეთრი და ყავისფერი შაქარი ერთმანეთს, კრეკერები დავფქვათ ნამცეცებად, კვერცხის ცილას შეურიეთ მარილი, თქვიფეთ სანამ რბილ მასას არ მიიღებთ, შემდეგ ნელ-ნელა 1-2 სუფრის კოვზით ჩაუმატეთ ხოლმე შაქარი და ურიეთ, ბოლოს 2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროპიც დაუმატეთ. დაჭერით წვრილად ნიგოზი, ჩაუმატეთ ის ბეზეს (მასა რომელიც მიიღეთ) . მასშივე ჩაუმატეთ კრეკერები და გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაზე და გადაანაწილეთ თანაბრად, გამოსაცხობად. 160 გრადუსზე გამოაცხეთ 25-30 წუთის განმავლობაში ან იქამდე სანამ არ მიიღებს ოქროს ფერს. გამოიღთ და გააგრილეთ. სანამ ბეზე გრილდება გააცხელეთ 1/4 ნეკერჩხლის სიროპი და მოათავსეთ შიგ ნიგოზი (ნახევარ-ნახევარი) , დააცადეთ სიროპს ადუღდეს და შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და ამოიღეთ ნიგოზი. აცადეთ მათ გაშრობა. ბოლო ეტაპი: ათქვიფეთ ნაღები დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი სიროპი და ისევ ათქვიფეთ, წაუსვით მიღებული მასა გამომცხვარ ბეზეს მასას და ზევიდან გააფორმეთ სიროპიანი ნიგვზებით .

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კექსი კაკაოთი