შემადგენლობა:
მომზადება:
ელქტროღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე, წაუსვით კარაქი 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსენელი ძირით. მოზრდილ ჯამში შეურიეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ყავა და შაქარი. დაუამტეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა კარაქწასმულ ფორმას ძირსა და გვერდებზე დააფინეთ, გამოაცხვეთ 10 წუთის განამვლობაში. დადგით გასაგრილებლად.
შოკოლადი მოათავსეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე, და ისე გაადნეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ყავა დაუმატეთ. გადადგით გასაციებლად. პატარა ჯამში ცივი წყალი ჩაასხით, ჟელატინი ჩადეთ და აცადეთ დალბობა. კვერცხის გულები და ნახევარი შეურიეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. ურიეთ ხის კოვზით, სანამ შაქარი გადნება და მასა კოვზის მიეკვრება. ჟელატინის ხსნარი დაუმატეთ და ურიეთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება. .ცეცხლიდან გადადგით და გამდნარი შოკოლადი ჩაუმატეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით. შოკოლადის ნაზავი რომ გაცივდება, ნაღები კარგად ათქვიფეთ 2ს.კ შაქართან ერთად და შოკოლადის მასა შეურიეთ. კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვფიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. ფრთხილად დაუმატეთ შოკოლადის მასას. გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში და 6 საათით მაცივრში შედეთ. სუფრასთან მიტანის წინ რძიანი შოკოლადის ბურბუშელა მოაყარეთ.
შოკოლადის ძეხვი ორცხობილით |