კვერი
შემადგენლობა:
- 400 გ ჭვავის ფქვილი
- 1 ჩ.კ შაქარი
- 1 ბრიკეტი საფუარი
- 300 გ ჭვავის ღერღილი
- 100 გ + 2 ს.კ ხორბლის ღერღილი
- 3 ჩ.კ მარილი
- 2 ს.კ მზესუმზირის ზეთი
- 1 ჩ.კ კვლიავი
- 1 ჩ.კ კამის თესლი
- 1 ს.კ ანისულის თესლი
- 150 გ მჟავე ცომი
- პერგამენტი
მომზადება:
- ჩაყარეთ ჭვავის ფქვილი ჯამში და შუაში ჩაარღმავეთ. დაუმატეთ დაქუცმაცებული საფუარი და შაქარი. დაასხით ცოტაოდენი წყალი, ოდნავ მოურიეთ და დადგით 10 წთ.
- შეურიეთ ერთმანეთს ჭვავის ღერღილი, 100 გ ხორბლის ღერღილი, 3/8 ლ ნელთბილი წყალი , მარილი, ზეთი, კვლიავი, კამის თესლი, 1 ს.კ ანისულის თესლი და მჟავე ცომი. დაუმატეთ საფუვრიანი ჭვავის ფქვილი და ზილეთ 10 წთ.
- დააფარეთ და დაგით 1 სთ. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტებზე დაააფინეთ პერგამენტი. გადაზილეთ ცომი, გაყავით შუაზე და თითო საცხობ ფირფიტაზე თითო კვერი დადეთ. დააფარეთ და დადგით 30 წთ. თითოეულს გადასუვით ნელთბილი წყალი, მოაყარეთ დარჩენილი ხორბლის ღერღილი და აბნისულის თეესლი. აცხვეთ 30-40 წთ.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი