შემადგენლობა:
მომზადება:
3 კვერცხი და შაქარი, ხაჭო, მარგარინი თანმიმდევრულად შევათქვიფოთ მიქსერით ერთმანეთს. სოდა ჩავყაროთ მაწონში, ავურიოთ და ჩავუმატოთ მიქსერით ათქვეფილ მასას. გავაგრძელოთ მიქსერით მორევა და ნელ-ნელა ჩავუმატოთ ფქვილი, სანამ არაჟანზე ოდნავ სქელ ცომს არ მივიღებთ. თასზე დავყაროთ ფქვილი და სადილის კოვზით ცომს ჩამოვაჭრათ პატარ-პატარა გუნდები. გუნდები ამოვავლოთ თასზე დაყრილ ფქვილში.
ფქვილში ამოვლებული ოდნავ გაბრტყელებული გუნდები დავალაგოთ მარგარინწასმულ ღუმელის ლანგარზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 250° C ტემპერატურაზე. 10-15 წუთში, როდესაც ნამცხვარი კარგად შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.
ვაშლის ნამცხვარი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი