მწვანე პომიდვრის მწნილი

შემადგენლობა:

მომზადება:

პომიდორი, წიწაკა, ნიახური (ძირიანად), კამა, ნიორი და დაფნა გავრეცხოთ. ქილაში ჩავაწყოთ ნიახური, ნიორი, წიწაკა, კამა, დაფნის ფოთოლი, შემდეგ ჩავაწყოთ პომიდორი ქილის ნახევრამდე, ისევ მოვაწყოთ ნიახური, ნიორი და ა.შ. შემდეგ ისევ ჩავაწყოთ პომიდორი და ბოლოს ისევ ნიახური, კამა, ნიორი, დაფნა, ჩავასხათ  ძმარი და დავასხათ მომზადებული მარილწყალი. (სასურველ ჭურჭელში მოვამზადოთ მარილწყალი იმ რაოდენობის რომ ყველა ქილას ეყოს, მარილწყალს უნდა ჰქონდეს მლაშე გემო). ქილები ავავსოთ მარილწყალით ბოლომდე, დავაფაროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილზე.

შეაფასეთ გვერდი







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი