პიკანტური ფუნთუშები
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ მარილი
- 100 გ ზეთი
- 4 კვერცხი
შიგთავსისთვის:
- დამარილებული ქაშაყის 1 ფილე
- 3 მოხარშული კვერცხი
- 100 გ მწვანე ხახვი
- 150 გ მაიონეზი
- 50 გ გახეხილი ყველი
მომზადება:
- აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და ზეთი, შეურიეთ ფქვილი, მოხარშეთ ერთგვაროვანი ცომი, გააგრილეთ და ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხი.
- ცომის პატარა გუნდები დასვით ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ. გააგრილეთ.
- შიგთავსისათვის ქაშაყის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ დაკეპილი კვერცხი, ხახვი და შეურიეთ მაიონეზის ნაწილი.
- ფუნთუშები გაჭერით სიგანეზე, ამოავსეთ შიგთავსით, წასუვით დარჩენილი მაიონეზი და მოაყარეთ ყველი.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი