ტრიუფელი

მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი.! 

შემადგენლობა:

მომზადება:

შოკოლადი პატარანატეხებად დავამტვრიოთ, ჩავყაროთ ჭურჭელში და მდუღარე წყალში  ჩავდგათ. რომ გადნება, ტილო გადავაფაროთ და ერთხანს ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ.

ავთქვფიოთ ნაღები, დავამატოთ დარბილებული კარაქი და ვთქვფიოთ მანამ, სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ.

ამ მასაში ჩავასხათ შოკოლადი და ვისკი და ავთქვფიოთ.

დავნაყოთ ნიგოზი და დავამატოთ შოკოლადის მასას. ნაზავი მაცივარში შევდგათ და 1 საათით გავაჩეროთ. მასა ელასტიური გახდება.

ჭურჭლიდან ჩაის კოვზით ამოვიღოთ შოკოლადის პატარა ბურთები და ფორმა მივცეთ. გახეხილი თეთრი შოკოლადი დაფაზე დავყაროთ და შოკოლადის მზა ბურთულები მასში ამოვავლოთ. 1-2 საათი კვლავ მაცივარსი შევაბრუნოთ

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ხალვა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი