შემადგენლობა:
მომზადება:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხორცი, ხახვი და მწვანილები, შეურიეთ იმდენი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი, დაამატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით
ცომი:
1 ლიტრ წყალში გახსენით მარილი, 1 ცალი კვერცხი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი გააჩერეთ მცირე ხნით.. შემდეგ გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაჭერით წრის ფორმის ხის საჭრელით. თითოეული ნაჭერი კიდევ გააბრტყელეთ. გაბრტყელების დროს ცომს ნუ მოაყრით ზედმეტ ფქვილს და ნურც დიდხანს გააჩერებთ, რადგან გამოშრება და ვერ მოახვევთ.
ცომის თითოეულ წრეზე დადეთ ერთი კოვზი ხორცის ნაზავი და მოახვიეთ. მოხვეული ხინკალი სათითაოდ ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში ( წყალი ოდნავ მლაშე უნდა იყოს), ჩაყრას რომ დაასრულებთმ ქვაბს ყურებში მოჰკიდეთ ხელი და ამოძრავეთ ფრთხილად, რათა ხინკალი არ მიეკრას ძირს. ხინკალი წყლის ზედაპირზე რომ ამოტივტივდება, ადუღეთ 5-7 წუთი, ამოიღეთ ქაფქირით გაშლილ ლანგარზე, ისე რომ ერთმანეთზე არ დაალაგოთ.
გაითვალსიწინეთ, რომ მოხვეულ ხინკალს დიდხანს ვერ გააჩერებთ-ხორცის წვენი დაარბილებს და დაიშლება, ამიტომ წყლის ადუღება და ხინკლის მოხვევა სინქრონულად უნდა მოხდეს. შესაძლებელია, მოხვეული ხინკალი შეინახოთ მაცივარში და სასურველ დროს მოხარშოთ.
ლობიო ბროწეულით |
xinkali dziras gareshe gagigiat?
პილპილი აჯობებს მოხარშულ ხინკალს მოაყაროთ, ფარშში კი ძირა და მსხვილად დაღერღილი წიწაკა გაურიოთ გემოვნების მიხედვით, წიწაკა მაინც სხვა არომატი და გემოა, პილპილი სხვა, თან წიწაკა ლამაზად იყურება ხინკალში 🙂