სხვადასხვა ტიპის ცომი

თხელი ცომი – თხელი ცომი ადვილად მოსამზადებელია. კრემისებრის და ეღტგვაოვანი ცომი რომ,მიიღოთ ყველა ინგრედიენტი ოთხალის ტემპერატურისა უნდა იყოს და მომზადების პროცეში კარგად უნდა ურიოთ. ძირითადი ინგრედინეტებია: კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფვილი და ცომის საფხვიერებელი. შეგიძლიათ არომატისთვი სანელებლები, ლიმონის ცედრა და შოკოლადი დაუმატოთ.

ფხვიერი ცომი- ფხვიერი ცომი გამოცხობის შემდეგ ხრაშუნა ხდება და ძალიან უხდება ხილის ან ბოსტნეულის შიგთავსი. ფხვიერი ცომი კარგი გამოვა,თუ ცივი ხელებით სწრაფად მოზელთ და ცივ ინგრედინეტებს გამოიყენებთ: კარაქი და კვერცხი მაცივრიდან ახალი გამოღებული უნდა იყოს. თუ ცომი დიდიხანს ზილეთ,კარაქი დადნება და ცომი ფხვიერი აღარ გამოვა.

საფუვრიანი ცომი- ითვლება,რომ საფუვრიანი ცომის მომზადება რთულია, თუმცა მას მხოლოდ ორი პირობა სჭირდება: სითბო და ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები.  საფუარიც დროულად უნდა გამოიღოთ მაცივრიდან.

ბისკვიტის ცომი- ბისკვიტის ცომი გემრიელია და ადვილად მზადდება. იგი სწრაფად უნდა მოზილოთ და გამოაცხოთ, თორემ ჰაეროვანი ცომი ჩაგივარდებათ. ჯობია ყველა ინგრედიენტი და ფორმა წინასწარ მოამზდოთ და ღუმელიც გააცხელოთ.

მოხარშული ცომი-მოხარშული ცომი უჩვეულოდ მზადდება: სითხე, ცხიმი და ფქვილი ცხობის წინ

იხარშება. მოხარშულ ცომს კვერცხი აფხვიერებს. ცომი წებოვანი და რბილი გამოდის,ამიტომ მას საცხობ ფირფიტაზე მოსართავი პარკით დებენ.

ფენოვანი ცომი- ფენოვანი ცომი ელასტიკური უნდა იყოს, ამიტომ მას ინტედიური ზელვა სჭირდება. ცმი გაბრტყელებისას არგაიხევა, თუ იმდენ ხანს მოზელთ,სანამ ხელზე აღარ მიგეკრობათ.

მზა ცომი_ მზა ცომი საკუთარი ხელით მოზელილი ცომის ალტერნატივაა. ზოგიერთ სუპერმარკეტში სხვადასხვარ სახის მზა გაყინული ცომის შეძენა შეიძლება. თუ გგონიათ, რომ საფუვრიან ცომს ვერ მოამზდებთ, შეგიძლიათ გაყინული საფუვრიანი ცომი იყიდოთ, რომელიც გალღობის შემდეგ მხოლოდ უნდა ამოფუვდეს.

სხვადასხვა ტიპის ცომი

2 (40%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გემრიელი სენდვიჩი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი