ბატიბუტის ნამცხვარი
შემადგენლობა:
- 65 გრ კარაქი
- 450 გრ რბილი შოკოლადის კანფეტები
- 100 გრ ტკბილი ბატიბუტი
- 100 გრ მარილიანი მოხალული მიწისთხილი
- 100 გრ ფერადი შოკოლადის კანფეტები
- 100 გრ მუქი შოკოლადის მინანქარი
- პერგამენტი ან ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
- კარაქი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, შოკოლადის კანფეტები შიგ გაალღვეთ და გააგრილეთ.
- შეურიეთ ერთმანეთს ბატტიბუტი, თხილი და ფერადი შოკოლადის კანფეტები.
- მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი ან წაუსვით ცხიმი. ფორმაში მონაცვლეობით გაანაწილეთ შოკოლადიანი და ბატიუბტიანი მასა. დააფარეთ ალუმინის ფოლგა და შედგით მაცივარში ერთი ღამით.
- გადმოაბრუნეთ ფორმა ლანგარზე და დაჭერით ნამცხვარი. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი და ნამცხვრის ყოველი ნაჭრის ერთი კუთხე მინანქარში ამოავლეთ.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი