შემადგენლობა:
მომზადება:
სულგუნი დაჭერით 4 ს.კ სისქის 150 გრამიან გრძელ ნაჭრებად.საფუარი, მარილი და შაქარი
გახსენით თბილ წყალში, დუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი.
ცომი დაყავით 200 გრამიან გუნდებად და თითოეული გუნდა გააბრტყელეთ გრძლად 6-7 სმ
სისქეზე. სულგუნის თითო ნაჭერი წამოაგეთ თითო შამფურზე და მთელ სიგრძეზე შემოახვიეთ
გრძლად გაბრტყელებული ცომი. კვერცხის გული ათქვიფეთ რძეში და შამფურზე წამოგებულ
ხაჭაპურს გადაუსვით გარედან. ხაჭაპურები შეწვით მაყალზე, დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში,
200 გრაუდსზე. როგორც კი შეიბრაწა,გამოიღეთ ღუმლიდან ან აიღეთ მაყალიდან, გადაუსვით
კარაქი და გამოაძრეთ შამფურიდან.
თათარა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი