შაქარლამა “მოზაიკა”
შემადგენლობა:
- 300 გ კარაქი
- 1 ლიმონი
- 2 კვერცხი
- 230 გ შაქარი
- 100 გ სხვადასხვა ფერის მარმელადი
- 100 გ სხვადასხვა ფერის ცუკატი
- 400 გ შაქრიანი ნამცხვარი
- 100 გ არაქისი ან თხილი
მომზადება:
- კარაქი კარგად ათქვიფეთ. ლიმონის კანი გახეხეთ, რბილობიდან კი გამოწურეთ წვენი.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, შეურიეთ ათქვეფილი კარაქი, ლიმონის ცედრა და წვენი, კუბიკებად დაჭრილი მარმელადი, ცუკატი, დამტვრეული ნამცხვარი და დაჭრილი თხილი ან არაქისი.
- ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, მიღებულ მასას მიეცით ცილინდრის ფორმა, შეახვიეთ პერგამენტის ქაღალდში ან ფოლგაში და შედგით მაცივარში 4-5 სთ.
- სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით თხელ ნაჭრებად.
შაქარლამა “მოზაიკა”
4.5 (90%) 2 vote[s]
კყელასტვის გასაგები რომ იყოს: არაქისი ქარტულად მიწის თხილს ნიშნავს, ცუკატი კი ციტრუსის დაშაქრული ქერქია.
კყელასთვის გასაგები რომ იყოს: არაქისი ქარტულად მიწის თხილს ნიშნავს, ცუკატი კი ციტრუსის დაშაქრული ქერქია.